გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 დეკემბერს,
საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.
კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი
დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო),
უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი
დაფიქსირდება.
ასევე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს მთიან
და მაღალმთიან რაიონებში.
მასალის გამოყენების პირობები