ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „იმერეთის“ ეზოში
ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კეჩის ბაზრის, იმერეთის შესასვლელთან,
მარჯვენა მხარეს განთავსებულ დახლებს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და
პოლიციის ბრიგადები. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია. არც ისაა ცნობილი, რა
ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.
ამ დროისთვის, ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტილია.
მასალის გამოყენების პირობები