ახალი ამბები
საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 215 ლარით გაიზარდა და 2 271 ლარი შეადგინა - საქსტატი
FaceBook
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.9 პროცენტით);
⦁ მშენებლობა - 3 682.9 ლარი (გაიზარდა 15.2 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარი (გაიზარდა 30.6
პროცენტით).

2025 წლის III კვარტალში, ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების - 2 738.1 ლარი
იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 287.1
ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა
ქალების ხელფასს.

ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2025 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 230.8 ლარით (10.5%) და 2 420.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების
მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 277.5 ლარი,
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და მშენებლობის (3 687.6
ლარი, გაიზარდა 15.1 პროცენტით) სფეროებში.

გარდა ამისა, 2025 წლის III კვარტალში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 187.4 ლარით (10.3%) გაიზარდა და 2 000.9
ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საქსტატის ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ
კურსებში შექმნილ ეკოლოგიურ კატასტროფას ეხმაურება.
12:48 / 17.03.2026
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში შექმნილ ეკოლოგიურ კატასტროფას ეხმაურება.
ქუთაისში 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის
მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.
17:33 / 16.03.2026
ქუთაისში 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.