ახალი ამბები
ვის აღუდგება 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა
FaceBook
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას, გორდულაძის განმარტებით, პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.

მისივე თქმით, მართვის მოწმობა არ აღუდგება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადამიანი დაშავდა, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გაიმართა კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც, მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იმ პირებს, რომლებსაც ამ მომენტისთვის აქვთ მართვის მოწმობები შეჩერებული (და რამდენიმე ათეული ათასია ამ პირთა რაოდენობა), 1-ლი იანვრიდან და 1-ლი თებერვლიდან, გარკვეული დარღვევების შემთხვევაში ეტაპობრივად აღუდგებათ მართვის მოწმობები და მათ შეეძლებათ, რომ თავიანთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დასხდნენ, მაგრამ ეს იქნება გამაფრთხილებელი ნაწილი.

თუ ისინი კვალავ ჩაიდენენ იგივე დარღვევას, მათთვის კანონი იქნება მკაცრად განსაზღვრული. ამავდროულად, საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ თუ პირს ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა ალკოჰოლური სიმთვრალის გამო და გავა ჩამორთმევის ვადის ნახევარი, მიმართოს საპატრულო პოლიციის სამსახურს და გადაიხადოს კონკრეტულო თანხა, ან მაგალითად, ჩააბაროს მართვის მოწმობის გამოცდები და აიღოს მართვის მოწმობა. ეს ჩანაწერები უქმდება. შესაბამისად, 2 ნაწილად შეიძლება დავყოთ წარმოდგენილი ინიციატივები.

ერთი მხრივ, თუ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო, ასევე, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენისთვის, ან მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა, ასევე თუ ქულები გაუნულდათ, მათ 1-ელი იანვრიდან, აღუდგებათ მართვის მოწმობები, ალკოჰოლურის შემთხვევაში, 1-ელი თებერვლიდან. ხოლო სხვა პირებს, მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში თუ ისინი დინამიურ დასკვნას წარადგენენ და დადასტურდება, რომ ისინი აღარ არიან მომხმარებლები იმ მომენტიდან აღუდგებათ მართვის მოწმობა და შეეძლებათ, თავიანთი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა.

რაც შეეხება ვის არ შეეხება - არ შეეხება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თუ პირი დაშავდება, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა და ამის გამო აქვს მას მართვის მოწმობა ჩამორთმეული. მას არ აღუდგება მართვის მოწმობა. ინიციატივის მიზანია, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ მართვის მოწმობები, ამავდროულად დაფიქრდნენ, რომ სხვა მსგავსი შემთხვევის შემთხვევაში, მათ მიმართ იმოქმედებს მკაცრი სანქცია. ალკოჰოლური სიმთვრალის შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ მართვის მოწმობის მიღების საშუალება და საპატრულოს ხელმძღვანელს აღარ ექნება უფლება, რომ მიმართვის შედეგად, შესაბამისი შეზღუდვა მოხსნას და მართვის მოწმობა დაუბრუნოს," - განაცხადა გორდულაძემ.

ამავე თემაზე:

ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
ნორმები, რომელიც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში, პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს, უქმდება.
12:12 / 16.12.2025
ნორმები, რომელიც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს, უქმდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.