ახალი ამბები
11 თვეში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა
FaceBook
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა.

კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე (7 863 534) მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (6 908 493) რაოდენობას 14%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 26 855 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 8 250. ჯამურად, 11 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (35105) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (29 871) რაოდენობას, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 981 865 მგზავრს, რითაც ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 13% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 692 513 მგზავრი, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, 11 თვეში აეროპორტი მოემსახურა 1 165 767 მგზავრს, რაც 30%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მეოთხე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ 11 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 33 924.485 ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 49%-ით გაიზარდა.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 309 716 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი სამეული ასე გამოიყურება Wizz Air Hungary – 17%; Georgian Airways – 8%; Pegasus და Turkish Airlines – 7 -7 %.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
რეკორდული - 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა.
11:35 / 15.12.2025
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული - 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა.
ახალი წლის დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი
მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.
11:24 / 15.12.2025
ახალი წლის დღეების მოახლოების პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.