ახალი ამბები
ქუთაისში, ნარკოდამოკიდებულებს ტუბერკულოზისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ყოფილ შენობაში უმკურნალებენ
FaceBook
ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე (N20-ში) მდებარე საავადმყოფოში, ნარკომანიით დაავადებულ პირებს უმკურნალებენ.
საუბარია „ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ ყოფილ შენობაზე, რომელიც დაახლოებით 160 პაციენტს მოემსახურება.

აღნიშნული დაწესებულება უკვე შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" საკუთრებაშია და მას შენობის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვა [SMP250003249] უკვე გამოცხადებული აქვს.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, შესყიდვა კლინიკის ფანჯრებისა და განსაზღვრული ზონების გისოსებით აღჭურვას ეხება.

დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია დაწესებულების უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაც პაციენტების, პერსონალისა და გარე გარემოსთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.

"ვინაიდან კლინიკამ შემჭიდროვებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს ნარკომანიით დაავადებული პირების სავალდებულო მკურნალობა, რადგანაც უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სავალდებულო მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების ნაკადის ზრდა (რადგან, დღეის მდგომარეობით, კომისიაში იძულებით მკურნალობის საკითხი უკვე განიხილება იმაზე მეტი პირის მიმართ, ვიდრე არსებული რესურსი იძლევა მათი შემდგომი განთავსების საშუალებას), მოცემული ვადების გათვალისწინებით, შეუძლებელია გისოსების (მონტაჟით) შესყიდვის განხორციელება ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

რადგანაც ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას, მისი პროცედურის წარმართვას, ხელშეკრულებების გაფორმებას დაახლოებით დასჭირდება 7-8 კვირა, რაც გამოიწვევს შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისათვის" დაკისრებული ფუნქციის შეუსრულებლობას. ასევე, საფრთხეს შეუქმნის პაციენტთა და პერსონალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას",- წერია გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტში.

ნარკოდამოკიდებულთა იძულებითი მკურნალობის ცენტრი, ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისშია. ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე დროებით მოქმედი სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულება მხოლოდ 22 პაციენტზე გათვლილია და ამჟამად მისი გაფართოებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციიდან კი ირკვევა, რომ სახელმწიფოს ნარკოდამოკიდებულთა იძულებითი მკურნალობისთვის 200-250 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება სჭირდება. ამიტომ, ის, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე მდებარე შენობაში იფუნქციონირებს.

ნარკოპოლიტიკაში სადამსჯელო ზომების გამკაცრების პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ”, მიმდინარე წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს იძულებით უმკურნალოს. მკურნალობა იქნება როგორც სასჯელი - სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის. გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან
ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.
11:28 / 12.12.2025
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.
12:49 / 11.12.2025
"ოცნების" მთავრობის  მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.