ახალი ამბები
1-ლი იანვრიდან, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სპორადული წესით იქნება შესაძლებელი
FaceBook
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.

სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფომ მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ,აზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 1 101 570 ჰა; მიწის მესაკუთრე საქართველოს 1 469 581 მოქალაქე გახდა;

ამასთან, საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული საამზომველო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია.

"მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ყველა განაცხადი, რომელიც მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებსა და ვებპორტალზე slr.napr.gov.ge აქვთ წარმოდგენილი, ან რეფორმის დასრულებამდე წარმოადგენენ, საჯარო რეესტრი მომდევნო წელს სისტემური რეგისტრაციის რეფორმის კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს და კანონით გათვალისწინებულ უფასო მომსახურებებს გაუწევს.

იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულმა პირებმა ობიექტური მიზეზების გამო 2022- 2025 წლებში ვერ ისარგებლეს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით, შესაძლებლობა მიეცემათ 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრში სპორადული წესით (მიმართვის საფუძველზე) წარადგინონ",- აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციაა, როცა სახელმწიფო თავად აზომავს და არეგისტრირებს მიწას [ყოველგვარი საფასურის გარეშე], ხოლო სპორადული რეგისტრაციისას მოქალაქე თავად მიმართავს საჯარო რეესტრს.

სპორადული რეგისტრაციისთვის სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას მთელი ქვეყნის, (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:49 / 11.12.2025
"ოცნების" მთავრობის  მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 დეკემბრის დღის მეორე
ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის
დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
12:23 / 11.12.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.