ახალი ამბები
"ქვეყანაში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს, ასევე დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები"- ჯანდაცვის სამინისტრო
FaceBook
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს.

ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები — რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა.

როგორც სამინისტროში განმატავენ, ვირუსი, ძირითადად, სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მიერ იმართება.

მათივე ცნობით, გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და დაახლოებით, 150 000 ადამიანი უკვე აიცრა.

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და უფასოდ ტარდება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები (6 თვიდან), სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება.

დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად, მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს",- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:49 / 11.12.2025
"ოცნების" მთავრობის  მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 დეკემბრის დღის მეორე
ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის
დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
12:23 / 11.12.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.