ახალი ამბები
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცებულია
FaceBook
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

დეპუტატებმა 80 ხმით ცხრის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს მომდევნო წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს, რომლითაც მთავრობის ხარჯები მომდევნო წელს 2.9 მილიარდი ლარით, 30.9 მილიარდ ლარამდე იზრდება.

2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 468 მილიონ ლარზე მეტით და განისაზღვრება 30 მილიარდ 760 მილიონ ლარამდე.

ჯამური შემოსულობების 80 პროცენტზე მეტი დაგეგმილია შემოსავლების სახით. პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, მისი მოცულობა თითქმის 400 მილიონი ლარით გაიზარდა და 24 მილიარდ 996 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შეადგენს 23 მილიარდ 200 მილიონ ლარს.

ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედი - 9.66 მილიარდი ლარი ჯანდაცვის სამინისტროზე დაიხარჯება, რომლის ბიუჯეტიც მომდევნო წელს 848.7 მილიონი ლარით იზრდება.

ამასთან, საჯარო სექტორში - სამინისტროებსა და სსიპებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 400 მილიონი ლარით, 3.4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. 

რაც შეეხება ცალკეული სამინისტროებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი იქნება, ხოლო კულტურის სამინისტროს დაფინანსება 365 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 325 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონი ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 133 მილიონ ლარამდე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი.

ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 130 მილიონ ლარს, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 443 მილიონ ლარზე მეტი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის კი - 225 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 890 მილიონი ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 1 მილიარდ 547 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-ია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:49 / 11.12.2025
"ოცნების" მთავრობის  მიერ მომზადებული ინიციატივის მიხედვით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 დეკემბრის დღის მეორე
ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის
დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
12:23 / 11.12.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.