ახალი ამბები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში მაგისტრატურაც უფასო იქნება
FaceBook
ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურის საფეხურებზეც უფასო იქნება.

შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც, დღეს, პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე, განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, დეპუტატებს წარუდგინა.

ზვიად გაბისონიას თქმით, ყველა, 19 სახელმწიფო უნივერსიტეტშივე, სწავლა გადასახადის გარეშე გახდება შესაძლებელი და მოქმედი საგრანტო სისტემა სრულად სახელმწიფო დაფინანსებით შეიცვლება.

„უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლას ვხდით სრულიად უფასოს. ეს ნიშნავს, რომ არსებული საგრანტო მოდელის ნაცვლად, მოხდება ჩანაცვლება სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსების ნაწილში. სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტირების პრინციპით, ისწავლიან სრულიად უფასოდ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეზე“, – განაცხადა გაბისონიამ.

განათლების რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე, საფეხმავლო სივრცის
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი
არ შედგა. 
10:39 / 09.12.2025
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე, საფეხმავლო სივრცის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბერს,
საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს
ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.
10:30 / 09.12.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბერს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-11 დეკემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.