ახალი ამბები
მონპლაზირის ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
FaceBook
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე, საფეხმავლო სივრცის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. 


ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს "ინჟინერიუსმა" მიიღო, თუმცა, როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტაციაშია მითითებული, აღნიშნულ კომპანიას, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

34 000 ლარის ღირებულების ტენდერი [NAT250019584] მერიას ცისფერყანწელებისა და წმ. ნინოს ქუჩებს შორის არსებულ ე.წ. მონპლაზირის ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციიათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე (თანმდევი ექსპერტიზით) ჰქონდა გამოცხადებული.

მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, ამაზე ადგილობრივები წლებია, საუბრობენ. ადგილზე ფილების უმეტესობა აყრილია, წვიმის დროს კი გადაადგილებისას ნაპრალებიდან წყალი ასხამს. არადა, ე.წ მონპლაზირის ტერიტორია, ქუთაისში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია მონპლაზირის ტერიტორიაზე საფეხმავლო სივრცის რეკონსტრუქციას გეგმავს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად
პოლიციამ ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და
ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, დაკავებულია 51 პირი.
15:03 / 11.03.2026
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო, დაკავებულია 51 პირი.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი, ამავე სკოლის
დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
13:27 / 10.03.2026
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი, ამავე სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.