ახალი ამბები
9 დეკემბრამდე, დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი), უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი), უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო), უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 6 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 7-8 დეკემბერს ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ამინდი
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული
ტექნიკა შეიძინეს.
16:49 / 28.10.2026
ქუთაისის დასუფთავების სამსახურისთვის 22 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინეს.
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და
კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
11:39 / 24.10.2026
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.