ახალი ამბები
პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც ქუთაისში სამ პირს ცეცხლი გაუხსნა, ბრალდება წარუდგინა
FaceBook

პირს, რომელმაც ქუთაისში ერთი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა, პროკორატურამ ბრალდება წარუდგინა.



მას ბრალი, დამამძიმებელ გარემოებებში, ერთი პირის მკვლელობის და ორი პირის დაჭრის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ნოემბერს, ქუთაისში, ანგარიშსწორების მოტივით, ბრალდებულმა რევოლვერიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ცეცხლი გაუხსნა სამ პირს, რომელთაგან ერთი პირი მოკლა, ხოლო ორი პირი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლის გადარჩენა, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ამავე თემაზე:

პირი, რომელმაც ქუთაისში ერთი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა, დაკავებულია

ერთი მოკლული და ორი დაჭრილი - ქუთაისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ
საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ
საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის
სახით.
14:15 / 16.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო
სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი
ექსპერტიზით) შპს
12:55 / 16.01.2026
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი ექსპერტიზით) შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი" განახორციელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.