ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში გათბობის გათიშვას უჩივიან
FaceBook

თეატრის დირექცია გათბობის გათიშვას თანხების ეკონომიით ხსნის.

ქუთაისის ოპერის თეატრში გათბობის გათიშვის გამო არსებულ სიცივეს უჩივიან. ქუთაისის ოპერის თეატრის მსახიობების თქმით, გათბობა თეატრის ადმინისტრაციამ გათიშა, სიცივე კი მათ მუშაობაში ხელს უშლის.

"მომღერალი ვარ და თეატრში ვერ შევდივარ, რადგან ორი კვირაა გათბობაა გათიშული, ელემენტარულად მუშაობაა შეუძლებელი, ვცდებით და საერთო საქმე ამით ფუჭდება", - აღნიშნავს სოფიო ბერიშვილი.

თეატრის დირექცია გათბობის გათიშვას თანხების ეკონომიით ხსნის.

"დავალიანება გვქონდა, გავისტუმრეთ დავალიანება. თანაც იმ პერიოდში დათბა, შენობის გათბობის აუცილებლობა არ იყო ახლა გათბობა გათიშულია, ასე ვთქვათ, ეკონომიის მიზნით", - ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი.

თუმცა თეატრის დირექტორი იმასაც აზუსტებს, რომ სადაც მომღერლები მუშაობენ ელექტროგათბობაა ჩართული და ოთახები თბება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის
არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
15:43 / 10.12.2025
ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 26 დეკემბერს დაიწყება.
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა
სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ
განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების
თავისუფლებაზე,
13:48 / 10.12.2025
2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე,

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.