ახალი ამბები
ქუთაისში, საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის 35 000 ლარი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისში, 19 დეკემბერს, საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ორგანიზებისთვისაც მერია ტენდერს [NAT250021396] აცხადებს.

სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ევალება ღონისძიებების ორგანიზება და მისი ბრენდინგის შემუშავება (ბანერების, დიპლომების, სამკერდე ნიშნის, სიმბოლური პრიზის დიზაინის შექმნა).

ასევე, საახალწლო სასაჩუქრე ნაკრების დამზადება 500 ადამიანზე და გამოფენის მოწყობა თემაზე: ,,ქუთაისი თვითმმართველი ქალაქი -150“.

"მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მანათობელი წარწერის #საჯარომოხელე მომზადება-მონტაჟი, ასევე, ლედ ეკრანის და საჭირო ინვენტარის როგორ მონტაჟი, ასევე, მისი დემონტაჟი და ღონისძიების სივრცის მოწესრიგება;

მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ღონისძიების კონცეფცია და პროგრამა (დღის წესრიგი) ხელშეკრულების დადებიდან 3 სამუშაო დღეში",- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიას 35 000 ლარი აქვს განსაზღვრული.

წინადადების მიღება 5 დეკემბერს იწყება და 8-ში მთავრდება.

საქართველოშო 19 დეკემბერს საჯარო მოხელის დღე აღინიშნება. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც გასულ წელს უნდა
დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.
13:40 / 15.05.2026
ქუთაისის ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა,  ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
10:16 / 12.05.2026

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა,  ამ დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.