ახალი ამბები
"გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად"- ირაკლი კობახიძე
FaceBook

პრემიერ-მინიატრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქუთაისი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში.



როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, განმარტა, უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. მათ შორის, კონკრეტული რეგიონების სწრაფი განვითარებისა და, მათ შორის, დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრისათვის.

"დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს თბილისში, რაც იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის ამ პირობებში დატვირთული ჩვენი ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები. ძირითადად, ეს ეხება ქუთაისსა და რუსთავს.

ქუთაისი გვინდა, ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა, ეს არის დედაქალაქი – თბილისი და გვინდა, რომ ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით",- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამისათვის ქუთაისში უნდა შეიქმნას სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც არის ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

"ასევე გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება თბილისის წილი სტუდენტების რაოდენობაში, ეს არის ამოცანა. ვფიქრობთ, სადღაც 60%-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40% უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში, ქუთაისზე და ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებზე, ეს არის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის
დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება
გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული
გამოწვევები შეაფასა.
12:03 / 14.06.2026
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის
რეაბილიტაციას ახორციელებენ.
16:02 / 12.06.2026
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ  ქალაქის მასშტაბით 15 სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.