ახალი ამბები
ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად ლევან კინწურაშვილი დაინიშნა.
მერიის ინფორმაციით, კინწურაშვილს აქვს უმაღლესი იურიდიული და საფინანსო განათლება.

ის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: იყო ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, 2017 წელს კი დაინიშნა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად.

2021–2022 წლებში მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ქალაქის მუნიციპალური ინსპექციის გარე ვაჭრობისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

ლევან კინწურაშვილმა ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დემურ ინანეიშვილი ჩაანაცვლა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე
„გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ  გავრცელდება.
აგრეთვე ,  საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული
გრანტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.
13:43 / 15.04.2026
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ გაცემულ გრანტებზე „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნები არ  გავრცელდება. აგრეთვე ,  საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ გაცემული გრანტებისთვის საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო აღარ იქნება.
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და
ამავე დროს გმირული დღეა.
11:09 / 09.04.2026
1989 წლის 9 აპრილი ქართული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს გმირული დღეა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.