ახალი ამბები
მეორეული საბურავების, ჯართის და სხვა მასალების განთავსება-რეალიზაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები 5-ჯერ გაიზრდება
FaceBook
2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება.


ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას ეხება, დაახლოებით, ხუთჯერ გაიზრდება

„აღნიშნულ საკითხებზე განსაზღვრული ჯარიმები, უკვე მრავალი წელია, არსებობს, თუმცა ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვემზადებინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6 000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რათა ამ ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ

კახა კალაძის თქმითვე, 2026 წლის პირველი იანვრიდან უკვე დაიწყება კონტროლო და არასათანადო წესით რეალიზაციის შემთხვევები დაჯარიმდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ჯარიმები
მსგავსი სიახლეები
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
მოსახლეობის გადამოწმების აქტიური ეტაპი იწყება.
13:29 / 20.02.2026
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიური ეტაპი იწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ
განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული
ი.დ. დააკავეს.
12:42 / 20.02.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით - 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.