ახალი ამბები
პოლიციელის სოციალური გარანტიები, მოვალეობის შესრულების დროს დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში, იზრდება
FaceBook
პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შევა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური გარანტიები იზრდება.

კერძოდ, ორმაგდება კომპენსაცია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში. ნაცვლად 15 000 ლარისა, გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. ასევე, დაკრძალვის ხარჯები ნაცვლად არსებული - 5 00 ლარისა, განისაზღვრება 2 000 ლარის ოდენობით.

ცვლილებების თანახმად, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც იზრდება. პოლიციელს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, ნაცვლად 7 000 ლარისა, გადაეცემა 20 000 ლარი, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ნაცვლად 4 000 ლარისა და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა.

ასევე, ცვლილებების თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა.

"მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება 1 წლის ვადით, რომლის დროსაც მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროებისამებრ, ტრანსპორტირებასთან, მოვლის უზრუნველყოფასთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება. აგრეთვე ანაზღაურდება მოსამსახურის ფულადი სარგო და დანამატები. გარდა ამისა, 1 წლიანი ვადის გაგრძელება სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დასაშვები იქნება შსს-ს მიერ დადგენილი წესით და ვადით.

ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულება შეიძლება მიეცეს არამხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაზიანებულ პირებს, არამედ სხვადასხვა ავადმყოფობის შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში შვებულება მიეცემა 4 თვით, რომელიც სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

შს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სოციალური გარანტიები შეიძლება გავრცელდეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის ოჯახის წევრზე, აგრეთვე, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე. ხოლო, სამედიცინო ხარჯების დაფინანსებისა და მატერიალური დახმარების საკითხები დეტალურად გაიწერება მინისტრის ბრძანებით. ანალოგიური ცვლილებები შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში, რათა იგივე გარანტიებით ისარგებლონ მეხანძრე-მაშველებმა",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა
და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ
დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
10:15 / 15.11.2025
მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების
განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის
საკითხზე, ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო
შეხვედრა გაიმართა.
10:12 / 15.11.2025
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე, ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.