ახალი ამბები
არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქუთაისში შეხვედრა გაიმართა
FaceBook
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე, ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, ლევან ზაუტაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, მიხეილ გოგოლიძე და იმერეთის გუბერნიაში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს.

„ჩვენი მიზანია მოსახლეობისთვის ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა, რისთვისაც არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ. მყარი ნარჩენების მართვა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. დღის წესრიგში დგას არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობის აუცილებლობა. მუნიციპალიტეტებთან, შესაბამის სამსახურებთან აქტიური კომუნიკაციით და კოორდინირებული მუშაობით, უმოკლეს ვადებში უნდა გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს.

ქვეყნის მასშტაბით, ძველი ნაგავსაყრელები საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტებით უნდა ჩავანაცვლოთ, რაც უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების, ჰაერისა და ნიადაგის დაცვას დაბინძურებისგან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ მიუხედავად „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მხრიდან მათი მრავალჯერადი რეაბილიტაციისა, ნაგავსაყრელები საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაშია; ზოგიერთი მათგანი ახლოს მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის.

„ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ახალი პროექტები ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მაღალი განვითარების ქვეყნებში აპრობირებული სისტემაა“, - აღნიშნა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან
საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა,
რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.
10:51 / 15.11.2025
პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.
მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა
და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ
დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.
10:15 / 15.11.2025
მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მიღებულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.