ახალი ამბები
მზია ამაღლობელის მორიგი სხდომა ქუთაისის სააპელაციოში დღეს ჩატარდება
FaceBook
ონლაინ გამოცემების "ნეტგაზეთისა" და ბათუმელების" თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დღეს, 14 ნოემბერს, 14:00 საათზე განახლდება.
ჟურნალისტის  ადვოკატები 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებენ, რომლითაც ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.

თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა შეეფარდოს.

საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს – მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია, კოლეგიის წევრები კი ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე არიან.

მზია ამაღლობელის პირველი სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციოში 11 ნოემბერს გაიმართა.

სხდომა 24-ადგილიან მცირე დარბაზში ჩატარდა, რის გამოც სასამართლო პროცესზე მისული ადამიანების უმეტესობა გარეთ დარჩა. ამასთან, არც მედიის წარმომადგენლებს და არც სხვა პირებს სასამართლოს ეზოშიც კი არ მიეცათ შესვლის უფლება.

ჟურნალისტის  ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენი გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჟურნალისტი 12 იანვარს, ბათუმში, საპროტესტო შინაარსის სტიკერების გაკვრისას მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის შელაპარაკების მომენტში, მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. პროკურატურა დაკავებულს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რის გამოც ჟურნალისტს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ზია ამაღლობელს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას ბრალი გადააკვალიფიცირა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.