ახალი ამბები
"ამ ეტაპზე, დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები"
FaceBook

ქუთაისის სპორტის სასახლის შენობაში სარეაბილიტაცია სამუშაოები მიმდინარეობს.



ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება ინტერიერი და ექსტერიერი, განახლდება სახურავი, კარ-ფანჯრები, სველი წერტილები, სათამაშო დარბაზი და აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით.

როგორც მერიაში განმარტავენ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის სპორტის სასახლე შეძლებს უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის1 347 396 ლარი დაიხარჯება.



სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად მერიამ ტენდერი [NAT250014295] მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, სადაც კომპანია შპს "სანი 2020-მა" გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში (2026 წლის 21 იანვრის ჩათვლით) უნდა შეასრულოს.

მანამდე მერიას ტენდერი სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ჰქონდა გამოცხადებული.

ქუთაისის სპორტის სასახლე 2007 წელს აშენდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო - სამუშაოებისთვის 1 400 000 ლარამდეა განსაზღვრული

ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის მერია სპორტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყნის
მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით  50 პირი დააკავეს.
12:15 / 14.11.2025
შსს-ს თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით  50 პირი დააკავეს.
ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით
უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების
მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს.
11:35 / 14.11.2025
ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.