ახალი ამბები
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის კმ45-კმ54 მონაკვეთზე (ხაჯალიას კვანძი-სუფსის კვანძი), დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების მიმდინარე სამუშაოების გამო, შეზღუდვები წესდება.



კერძოდ, 12 ნოემბერს, 08:00სთ-დან 20:00სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ0-კმ54 (სამტრედია(დაფნარი)-სოფ. სუფსა) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც გზების დეპარტამენტში განმარტავენ, შეზღუდვის პერიოდში, კერძოდ, 12 ნოემბერს, 08:00სთ-დან 20:00სთ-მდე, სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ248-კმ282 და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ1-კმ47 მონაკვეთების გამოყენებით, ხოლო გრიგოლეთი-სამტრედიის მიმართულებით იმოძრავებს პირიქით;

ამასთან, უწყების ცნობით, 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ54 მონაკვეთზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:28 / 16.08.2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.