ახალი ამბები
"მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, საპანიკო არაფერია"- დაავადებათა კონტროლის ცენტრი
FaceBook
"მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება. ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია"
– ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლის განმავლობაში არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც.

პაატა იმნაძის თქმით, მუნის მკურნალობა ადვილია, დაავადება კანით კანზე, მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება.

„მუნი არის ტკიპით გამოწვეული დაავადება. მისი ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. გადადის მხოლოდ მჭიდრო ხანგრძლივი კონტაქტით კანით კანზე, თუმცა შესაძლებელია, გადავიდეს თეთრეულით, პირსახოცით, ტანსაცმლით. მკურნალობა საკმაოდ ადვილია, სპეციალური მალამოების საშუალებით. პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს, მოვერიდოთ სხვისი პირსახოცის, სხვისი ტანსაცმლის და თეთრეულის გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არა მარტო იმას, ვისაც აქვს მუნი, არამედ მისი ყველა ოჯახის წევრს და ასევე, ვისაც მჭიდრო, ახლო და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს მასთან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის  მუნის შემთხვევების დაფიქსირდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საბავშვო ბაღებში, თბილისსა და რეგიონებში. 

ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პირად ჰიგიენას, თავიდან აიცილონ ახლო კონტაქტი დაავადებულ პირებთან და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #მუნი
მსგავსი სიახლეები
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მზია
ამაღლობელის საქმის განხილვის დასკვითი სხდომა გაიმართება.
10:43 / 18.11.2025
დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმის განხილვის დასკვითი სხდომა გაიმართება.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41
(გომი-კორბოული) მონაკვეთზე  სატვირთო ავტოტრანსპორტის
გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
10:10 / 18.11.2025
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე  სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.