გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მისივე ინფორმაციით, დღეს, 3 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან, 4
ნოემბრის დღის განმავლობაში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების
ქარი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამის საათებში მოსალოდნელია 7-დან 14
გრადუსამდე, ხოლო დღის საათებში - 18-დან 24 გრადუსამდე.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, კვირის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდი
შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები