ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ახალი მოადგილეები წარადგინა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ გიორგი ცხაკაია,
მოადგილედ კი, შალვა მშვილდაძე დაინიშნა.
გიორგი ცხაკაია მიმდინარე წლის 12 ივნისიდან დღემდე ქუთაისის მერის
მოადგილედ მუშაობდა. მისი საკურატურო სფერო იქნება სივრცის
დაგეგმარების ,ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების,
მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურები;
სპორტული დაწესებულებები.
მერიის ინფორმაციით, შალვა მშვილდაძეს სახელმწიფო და კერძო სექტორში
მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 2017- 2021 წლებში იყო
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, 2022 წლიდან დღემდე
მუშაობდა სს “ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ფინანსურ
დეპარტამენტში. ის კურირებას გაუწევს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებს,
იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას, ბაგა-ბაღების
გაერთიანებას, კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა
გაერთიანებას, სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და ბოტანიკურ ბაღს.
მერის მოადგილის დავით ნიშნიანიძის საკურატორო მიმართულებებია :
საფინანსო პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარება, ქონებისა და
ტრანსპორტის მართვა, „სპეციალური სერვისები“, „ქუთგანათების სერვისი“,
„პარკინგსერვისი“.
მასალის გამოყენების პირობები