ახალი ამბები
"თბილისსა და ქუთაისში უნდა იყოს ყველა ფაკულტეტი, ყველა მიმართულება, ოღონდ ეს უნდა იყოს პროფილურ უნივერსიტეტებში"
FaceBook
"სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ თბილისსა და ქუთაისში უნდა იყოს ყველა ფაკულტეტი, ყველა მიმართულება, რაც კი არსებობს, ოღონდ ეს უნდა იყოს პროფილურ უნივერსიტეტებში".


- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის შემთხვევაში, სოხუმის უნივერსიტეტის ჩათვლით, არის ხუთი უნივერსიტეტი, ხოლო ქუთაისის შემთხვევაში, არის ორი უნივერსიტეტი.

"ამ უნივერსიტეტებში, თითოეულ ქალაქში ეს ყველა ფაკულტეტი უნდა გადანაწილდეს იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რაც მათ მუდმივად ჰქონდათ. მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ის მიმართულებები, რაც ტექნიკურ სპეციალობებთან არის დაკავშირებული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაბამისად, ილიას უნივერსიტეტს შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტს სამედიცინო პროფილები და, რა თქმა უნდა. სოხუმის უნივერსიტეტსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიმართულება. ანალოგიურად უნდა განაწილდეს ეს ფუნქციები უკვე ქუთაისში, ორ უნივერსიტეტს შორის. ამ მოცემულობაში ჩვენ უკვე კონცენტრირებას მოვახდენთ და პლუს ეს ხარჯები მთლიანად უნდა აიღოს თავის თავზე სახელმწიფომ, რადგან ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საერთო საცხოვრებლები, რა თქმა უნდა, არის აქტუალური თემა და სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში იგეგმება მაღალხარისხიანი საერთო საცხოვრებლების აშენება, რომლებიც დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კონკრეტულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ისწავლიან.

„ეს არის შემდეგ სამ-ოთხწლიან პერსპექტივაში გათვლილი. რეფორმის კონცეფციის დამტკიცებიდან სამი-ოთხი წლის პერიოდში ვგეგმავთ, ეს პროცესი ბოლომდე დავასრულოთ, თუმცა მისი გარკვეული შედეგები უკვე ეტაპობრივად იქნება ხელშესახები”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში,
შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული.
10:31 / 22.10.2025
შსს-ს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო
ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ.
14:45 / 21.10.2025
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.