ახალი ამბები
"დავრჩით უსამსახუროდ"- ჟვანიას სკოლის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ
FaceBook
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ქუთაისიდან თბილისში გადატანის შედეგად, 25 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა.

როგორც ისინი „ქუთაისიპოსტთან“ აცხადებენ, გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო. თანამშრომლებს თბილისში გადასვლა შესთავაზეს, თუმცა, მათი თქმით, ადმინისტრაცია საცხოვრებლის დაფინანსებას არ უზრუნველყოფს. არსებული ხელფასით ბინის ქირაობა კი შეუძლებელია, რადგან მათ საბანკო ვალდებულებებიც აქვთ.

„25 თანამშრომელი დარჩა ქუჩაში — არიან მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრების მზრუნველები. ყველას აქვს სესხი ბანკში. შესთავაზეს თბილისში გადასვლა, მაგრამ ეს შეუძლებელია — არც საცხოვრებელს გვიფინანსებენ და პირობებიც ბოლომდე არ ვიცით. პარალელურად, რეორგანიზაცია მიმდინარეობს, და თუ ვინმე გადავა, შეიძლება შემდეგ ამ მიზეზით გაათავისუფლონ,“ - გვიყვება სკოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ქუთაისიპოსტთან“.

მათივე თქმით, დახმარების თხოვნით მიმართეს პრემიერ-მინისტრსა და იმერეთის გუბერნატორს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„არავინ საუბრობს იმაზე, რომ 25 ადამიანი ქუჩაში რჩება. ასე ერთ დღეში აღმოვჩნდით ყველანი უსამსახუროდ. საუბარია 25 ოჯახზე და მათ უკან მდგომ უამრავ ადამიანზე,“ — ამბობენ სკოლის ყოფილი თანამშრომლები.

რა ბედი ეწევათ ქუთაისში დარჩენილ თანამშრომლებს და რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ ადამიანები არ დაზარალდნენ — ამ საკითხზე „ქუთაისიპოსტმა“ ჟვანიას სკოლის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა, თუმცა ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.

უსამსახუროდ დარჩენილი თანამშრომლების საკითხზე ოფიციალური  წერილი მოითხოვეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში,  საიდანაც პასუხის მიღებას 10 სამუშაო დღე სჭირდება. 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, ახლა მუშაობას დედაქალაქში აგრძელებს. ქუთაისის ოთხსართულიანი კამპუსი კი ახალგაზრდობის სააგენტოს გადაეცა.

"სკოლის ძირითადი ბენეფიციარები ცხოვრობენ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში. შესაბამისად, სკოლის საქმიანობის უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მთავარი ოფისის ქალაქ თბილისში გადმოტანა",- გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე სკოლის უკვე ყოფილ შენობაში ახალგაზრდული ცენტრი შეიქმნება და საგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდება. 

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წლის 10 ივნისს დაარსდა.

სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოს მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ამავე თემაზე:

ზურაბ ჟვანიას სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქციონირებდა, თბილისში გადაიტანეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საირმის პროტესტის მონაწილე, ლელა
მესხია, რომელსაც შპს
11:29 / 20.10.2025
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საირმის პროტესტის მონაწილე, ლელა მესხია, რომელსაც შპს "კურორტ საირმის"  ადმინისტრაცია წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის
რეკონსტრუქცია, რომელსაც
11:20 / 20.10.2025

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეკონსტრუქცია, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება ჯერ კიდევ 10 წლის წინ გეგმავდა, ახლა იწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.