ახალი ამბები
ფემიციდის მსხვერპლი ქალები - "საიას" კინოჩვენება ქუთაისში
FaceBook
40 წუთიანი ფილმი ქალთა მკვლელობის რამდენიმე ფაქტს მოიცავს

შეცდომა, რომელიც იწვევს სიკვდილს და რომელსაც უშვებენ სამართალდამცავები, როცა დროულად და სათანადოდ არ რეაგირებენ ძალადობის ფაქტებზე.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ფემიციდზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება ქუთაისში გამართა.

40 წუთიანი ფილმი მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ ქალთა მკვლელობის რამდენიმე ფაქტს მოიცავს.

პოლიციელი მეუღლის მიერ ტაბელური იარაღით მოკლული 22 წლის სალომე და 19 წლის სოფო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქალთა მიმართ ძალადობის გახმაურებული ეს და სხვა ფაქტები საზოგადოებას აიძულებს იფიქროს დანაშაულის მიზეზებზე და მათი პრევენციის გზებზე.

სალომეს, სოფოს და სხვა ფემიციდის მსხვერპლი ქალების ოჯახის წევრებმა, რომლებმაც პირადი ტრაგედიები განიცადეს, ზუსტად იციან ვინ არის დამნაშავე.

სახელმწიფო, რომლისთვისაც მუქარა არ არის საქმის აღძვრის საკმარისი მოტივი, სახელმწიფო, რომელიც ითხოვს ფაქტებს და სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა ეს ფაქტები უკვე ჩადენილი დანაშაულია.

თუმცა, მიზეზებს მოკლული ქალების ოჯახის წევრები საკუთარ თავშიც ხედავენ.

"მე ვარ დამნაშავე, დროულად რომ არ ჩავერიე ჩემი დის საქმეში და რომ არ წამოვიყვანე ოჯახიდან, სადაც ძალადობის მსხვერპლი იყო. არ უნდა გაგვეთხოვებია მცირე ასაკში",-ამბობს სოფოს ძმა.

მცირე ასაკში დაოჯხება, პრობლემის არასათანადოდ აღქმა და ძალადობის იგნორირება ოჯახის საქმეში არჩარევის მოტივით- ეს შეცდომები სალომეს, სოფოს და სხვა მოკლული ქალების ოჯახებმა მხოლოდ ტრაგედიის შემდგ დაინახეს.

ქალთა მკვლელობა ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ფაქტები ამბობენ სათქმელს. აქ თავად სიკვდილია ფაქტი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.