ახალი ამბები
"რატომ დაგვტოვეთ უსამართლობის პირისპირ მარტო?"- ჭიათურელი მაღაროელები კომპანიაში დასაქმებულ მშრომელებს მიმართავენ
FaceBook
ჭიათურაში, ქალაქის ცენტრში, საპროტესტო კარვები 204-ე დღეა, გაშლილია, ზუსტად ამდენივე დღეა ადგილობრივები დახმარებას და "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. 
ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არშემჩნევის მიუხედავად, მაღაროელები არ ნებდებიან და ღირსეული სამუშაო პირობებისთვის იბრძვიან. ამასთან, სოლიდარობას გამოხატავენ იმ 4 დაკავებული თანამებრძოლის მიმართ, რომლებიც უკვე ხუთი თვეა, ციხეში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ არც კომპანია მოდის დათმობაზე და არც ხელისუფლება ინტერესდება მშრომელების პრობლემებით, მაღაროელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"204 დღეა უკვე ქუჩაში ვართ. 24/7-ზე ვაპროტესტებთ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" უპასუხისმგებლო ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, ნაბიჯებს, რასაც მოჰყვა ქალაქში 2000-მდე დასაქმებულის სამსახურის გარეშე დატოვება. ასევე მოჰყვა პროვოკაციული ქმედება, რის შედეგადაც გვყავს 4 უსამართლოდ დაკავებული თანამებრძოლი. ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ვთხოვთ ასევე ახლადდასაქმებულ, კომპანიის საწარმო პროცესში ჩართულ მაღაროელებს, ვინც გვადევნებს თვალს, ამ პროტესტს ხედავს, სოლიდარობის გაზიარებას, მოვუწოდებთ გაერთიანებისკენ, ერთხმად ავიმაღლოთ ხმა უსამართლობის წინააღმდეგ, დავიცვათ ჩვენი სათქმელი და ჩვენი ღირსება",- ამბობს მაღაროელი დავით ჩინჩალაძე.

მშრომელები ერთიანობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ და კომპანიაში დასაქმებულებს მიმართავენ.

"რატომ დაგვტოვეთ უსამართლობის პირისპირ მარტო? 4 ადამიანს თავისუფლება რომ აღუკვეთეს, რატომ დაივიწყეთ ის ხალხი? ჩვენ, ვინც დავრჩით, დღეებს და ღამეებს ვასწორებთ ამ ბრძოლაში და თქვენ რას აკეთებთ ამ დროს? რით ეხმარებით ამ ბრძოლას? ფიზიკურად არ ხართ, მაგრამ სხვანაირად ხომ შეგიძლიათ გააკეთოთ ის გასაკეთებელი, რაც სწორი და აუცილებელია.

მართლა გგონიათ, რომ აქ ვინმე რამე მატერიალურ სარგებლობას იღებს? იმ დაშვებას რატომ არ უშვებთ, რომ არ შეიძლება ადამიანის გაჭირვებაში მიტოვება — იმ ადამიანების, რომლებიც პირად კეთილდღეობას კი არა, საერთო კეთილდღეობის ინტერესს შეეწირნენ",- ამბობენ მაღაროელები.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ჭიათურაში არ ჩასულა და მაღაროელების პრობლემებს უშუალოდ ადგილზე არ გაცნობია (არაერთი მოწოდების მიუხედავად) მთავრობის არც ერთი ხელმძღვანელი პირი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სინათლე არ უნდა ჩაქრეს
16:29 / 27.09.2025
სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - ამ ლოზუნგით, 30 სექტემბერს, მედიის მხარდასაჭერად ამჯერად ქუთაისში შეიკრიბებიან.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო
ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა.
12:27 / 26.09.2025
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.