ახალი ამბები
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 63 მუნიციპალიტეტში მერობის 112 კანდიდატია რეგისტრირებული
FaceBook
ცესკო საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ცესკოს ცნობით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.

"რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში - 160. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიული სიები. ამასთან, მათ მიეცათ საშუალება მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დისტანციურად წარედგინათ",- აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის სოფელ ხემაღალისა და ღვერკის მცხოვრებლები
10:18 / 23.09.2025
ხარაგაულის სოფელ ხემაღალისა და ღვერკის მცხოვრებლები "ოცნების" ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს წერილს უგზავნიან.
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილის ასფალტით
ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მერიაში განმარტებას აკეთებენ.
16:12 / 22.09.2025
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე არსებული ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მერიაში განმარტებას აკეთებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.