ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კვირიკაშვილების ოჯახი სახლის რეაბილიტაციისთვის დააჯარიმა
FaceBook
5000 ლარიანი ჯარიმის გამო, ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს


ქუთაისში, თბილისის ქუჩის # 24-ში მცხოვრები ოჯახი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. კვირიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ, სასამართლოში საქმე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აღძრა. სააგენტო ოჯახს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის იერსახის დარღვევას ედავება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სარებილიტაციო სამუშაოები, აღადგინოს შენობის პირვანდელი იერსახე და 6 თვის ვადაში გადაიხადოს 5 ათასი ლარი.

კვირიკაშვილების ოჯახი ამბობს, რომ მათ ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ და კანონის სიმკაცრის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან.

"ის თანხაც, რითიც სამუშაოები დავიწყეთ, სესხად ავიღეთ. თუ 6 თვის ვადაში სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღვასრულებთ, ჯარიმა 15 ათას ლარამდე გაიზრდება, ყოველი შემდეგი დარღვევისთვის კიდევ 15 ათასი ლარი დაგვემატება. ბოლოს მიაღწევენ იმას, რომ იძულებულს გაგვხდიან სახლი დავტოვოთ და სახელმწიფოს გადავცეთ ჯარიმის სანაცვლოდ",-ამბობს ოჯახის რძალი ნათია სულწაძე.

კვირიკაშვილების მრავალსულიანი ოჯახი თბილისის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ამორტიზებულ სახლში 30 წელზე მეტია ცხოვრობს. შენობის ინტერიერის ესკიზი, რომლის დარღვევაში სააგენტო ოჯახს ედავება, ებრაელ არქიტექტორს ეკუთვნის. კვირიკაშვილები ამბობენ, რომ ახლა, ისევე როგორც არქიტექტორის, ესკიზის პოვნაც შეუძლებელია და უფრო მეტიც, ნაკეთობა წლების განმავლობაში შენობის სიძველის გამო უკვე დაზიანებული იყო.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენლობაში, კვირიკაშვილების ეს არგუმენტი მიუღებელია. როლანდ ისაკაძე ამბობს, რომ ოჯახმა გაფრთხილების მიუხედავად სარეკონსტრუქციო სამუშაოები მაინც გააგრძელა, რის გამოც სააგენტოს ინსპექცია იძულებული გახდა საქმე სასამართლოსთვის გადაეცა.

"5 ადამიანი ვიყავით მისული. გავაფრთხილეთ არ გააგრძელოთ სამუშაოები, თორემ დაჯარიმდებითთქო. მაშინ ჯერ კიდევ ხელუხლებელი ჰქონდათ მთავარი ოთახი, ასევე ისტორიული ბუხრები. არ დაგვიჯერეს და მაინც გააგრძელეს",-ამბობს დავით ნაზარიშვილის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი როლანდ ისაკაძე.

მთავარი არგუმენტი, რის საფუძველზეც დაჯარიმებული ოჯახი ახლა უკვე გადაწყვეტილების გაბათილებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს, საცხოვრებელ სახლზე სტატუსის მინიჭების შესახებ მათი არაინფორმირებულობაა. ნათია სულწაძე ამბობს, რომ სამუშაოების დაწყების მომენტში მათ არაფერი იცოდნენ.

აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილების ოჯახი ერთადერთი არაა, ვინც არ იცოდა, რომ კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსის მქონე სახლში ცხოვრობს. სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ოჯახებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო. 2009-2010 წლებში კი ქალაქის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობა ქაოსურად აღირიცხა, რის გამოც,  მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაბამისი ინფორმაცია არ ჰქონდა.

თბილისის ქუჩის #24-ში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე აღარ მიმდინარეობს. 5000 ლარით დაჯარიმებული კვირიკაშვილების ოჯახი ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო
აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე
განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
12:45 / 06.12.2024
5 დეკემბერს, ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული 17 წლის მოზარდი, ამ დრომდე ქუთაისის მეოთხე განყოფილების იზოლატორში იმყოფება.
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.
16:44 / 05.12.2024
ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.