ახალი ამბები
"ქუთაისის აეროპორტში" 42 399 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები და მონეტები ამოიღეს
FaceBook
საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ქუთაისის აეროპორტში“ კანონდარღვევის 4 ფაქტი აღიკვეთა.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა 174 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საიუველირო ნაკეთობები და მონეტების ღირებულება 42 399 ლარია.

"მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 174 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 399 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 42 399 ლარი შეეფარდათ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
11:33 / 03.11.2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
10:52 / 03.11.2025

"ვარ ორი პრინცესას მამა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა",- ამის შესახებ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელი, თენგიზ გველესიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბარობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.