ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა
FaceBook
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა ამოქმედდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სისტემა სატესტო რეჟიმში ჩაეშვა, ოქტომბრიდან კი სერვისი სრულად ამოქმედდება.

მათივე ცნობით, აღნიშნული სისტემის ამოქმედებით, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ჩამოფრენისას ვრცელ რიგებში დგომა და პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების საფუძველზე, მარტივად შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიისთვის IT და საკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი შვეიცარიული კომპანია SITA-ს მიერ შემუშავებული საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული სისტემა სატესტო რეჟიმში ჩაეშვა.

ოქტომბრიდან კი სერვისი სრულად ამოქმედდება. მოფრენის დარბაზში ამ ეტაპზე, საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული კვეთის 7 ელექტრონული გასასვლელი (e-gate) ამოქმედდა.

E-gate საშუალებით, საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს აღარ უწევთ ჩამოფრენისას ვრცელ რიგებში დგომა და პასპორტის დასკანერებისა და ბიომეტრიული მონაცემების შემოწმების საფუძველზე, მარტივად შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას.

საზღვრის კვეთის კონტროლის ავტომატიზებული კვეთის 7 ელექტრონული გასასვლელი ამოქმედდა. ახალი სერვისით, საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მოცდის სერვისი, 40 წამიდან 18 წამამდე შემცირდა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.

აეროპორტის გაფრენის დარბაზში რამდენიმე თვეა მუშაობს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემაც. E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის.

სისტემა აუმჯობესებს და ამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული ხდება", - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:03 / 17.09.2025
"საპროტესტო კარვები, რომლებიც დღეს დგას ჭიათურაში, არის სიმბოლო უკომპრომისო წინააღმდეგობის უსამართლობის წინააღმდეგ",- ამბობენ მაღაროელები, რომლებიც უკვე 203-ე დღეა უწყვეტ პროტესტში არიან.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52
მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს.
12:01 / 17.09.2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52 მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.