ახალი ამბები
"ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს"- "ოცნების" პირველი პირები ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ
FaceBook
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციიდან (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გაიმართა) ერთი წლის შემდეგ, პრემიერი კვლავ ესტუმრა ყოფილ საკანონმდებლო ორგანოს.
ახლა უკვე, თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, ირაკლი კობახიძემ ქალაქის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

მას პროექტის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.

ქვრივიშვილის განმარტებით, ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე პერიმეტრზე.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებული, ან დასკვნით ფაზაშია - მიმდინარეობს გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა, სარწყავი სისტემის და სკვერის, ბილიკების, მწვანე საფარის და გარე განათების სამუშაოები. პროექტის თანახმად, ასევე მიმდინარეობს გათბობა-გაგრილების სისტემის და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შენობის გარე პერიმეტრზე და ა.შ.





როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პროექტის მიმდინარეობის პროცესი და შესრულებული სამუშაოები უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული მასშტაბის და მნიშვნელობის მულტიფუნქციური სივრცე იქნება.

„ტექნოლოგიური ჰაბი უნიკალური სივრცე იქნება, სადაც თავის მოიყრის თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, იმუშავებს სასწავლო პროგრამები - საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა. შედეგად, საქართველოს ექნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სივრცე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციური პროდუქტების მხარდასაჭერად. ეს იქნება რეგიონული მასშტაბის და მიზიდულობის ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეიტანს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში განთავსდება რამდენიმე მიმართულების ლაბორატორიები, ინტერაქციული სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი. ლაბორატორიებისთვის საჭირო დანადგარების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის ნაწილი უკვე დასაწყობებულია, ხოლო ნაწილი ტრანსპორტირების პროცესშია.

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა. 2024 წლის 12 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკის მინისტრთან და GITA -ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად წარადგინა. პროექტზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო „ჯიტა“ მუშაობს.

ექვს წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. 2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ მმართველი გუნდი, ქალაქს, პარლამენტის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტს ჰპირდებოდა. მათ შორის, საპოლიციო ჰაბის და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. ბოლოს კი (2022 წელს), მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდებოდა.

პარლამენტის გაუქმებით, ქუთაისისთვის სასიცოცხლო ფუნქციის წართმევას ადგილობრივები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. აქტივისტები სხვადასხვა პერფორმანსით ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დაბრუნებას ითხოვდნენ.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52
მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს.
12:01 / 17.09.2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ41-კმ52 მონაკვეთზე შეზღუდვები იმოქმედებს.
ქუთაისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში,
10:58 / 17.09.2025
ქუთაისში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, "ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ქალაქის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.