ახალი ამბები
არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ვიზიტი ქუთაისში - რა მოინახულა პრემიერ-მინისტრმა
FaceBook
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები გადასცა.

პრემიერ-მინისტრი დღეს ქუთაისს ესტუმრა.

ირაკლი კობახიძემ ჯერ 720 დევნილ ოჯახს ნიკეას ქუჩაზე აშენებულ კორპუსებში ბინები გადასცა, შემდეგ კი პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, სადაც, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა.



ირაკლი კობახიძემ ასევე დაათვალიერა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები. ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში ეწყობა.

პრემიერ-მინისტრი ასევე იმყოფებოდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ირაკლი კობახიძემ დაათვალიერა აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურაც, საიდანაც თვითმფრინავების მოძრაობის სრულ კოორდინაციას ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და სამიმოსვლო ბილიკებზე საქაერონავიგაციის 14 ავიამეთვალყურე უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ქუთაისში "ბიკენტიას საქაბაბეს" სტუმრობდა. 



თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. შესაბამისად, "ქართული ოცნების" მთავრობა ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას.

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.