ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, გუშინ, 15 სექტემბრის საღამოს
მომხდარი ინციდენტის შედეგად 2 პირია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოტესტისთვის შეყვანილი
მოქალაქეები, რომლებიც ტესტის გაკეთებაზე უარს ამბობდნენ, სამედიცინო
პერსონალსა და სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ.
როგორც "ქუთაისიპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე
გამოძიება 126-ე და 353-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და
პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები