ახალი ამბები
პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ქუთაისის საკრებულოში მოხვედრის სურვილი გამოთქვეს
FaceBook
ქუთაისის ახალი, მერვე მოწვევის საკრებულოში მოხვედრის სურვილს 8 პოლიტიკური პარტია გამოთქვამს.
კერძოდ, 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში საკრებულოს პროპორციული სიით შემდეგი პარტიებია დარეგისტრირებული: "კონსერვატორები საქართველოსთვის", "სახალხო ხელისუფლება", "ძლიერი საქართველო - ლელო", "გახარია საქართველოსთვის", "გირჩი", "ქართული ოცნება", "საქართველო" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი".

აღნიშნული პარტიებიდან "გახარიას" და "ლელოს" 5-5 სამაჟორიტარო ოლქში წარმოდგენილი  ჰყავთ კანდიდატები.

ქალაქის საკრებულო 25 წევრით დაკომპლექტდება, აქედან 10 მაჟორიტარი იქნება.

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში 10 მაჟორიტარული ოლქია: ავტოქარხნის, ავტომშენებლის, გამარჯვების, უქიმერიონის და გუმათის მაჟორიტარული ოლქი, ასევე, ქალაქ-მუზეუმის, საფიჩხიის, კახიანოურის, ძელქვიანის, ნიკეას და სულხან-საბა-ვაკისუბნის მაჟორიტარული ოლქები.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.