საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დღეიდან, 15
სექტემბრიდან, დაიწყო.
სასწავლო პროცესი განახლდა ქუთაისშიც.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია
ცქიტიშვილის ინფორმაციით, ქალაქის სკოლებში, წელს, 2270
პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ჯამში, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში, დღეის მდგომარეობით, 33
500 მოსწავლე სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები