ახალი ამბები
იმერეთსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 14 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა-კულტივირების და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 2004 წელს დაბადებული გ.ტ., 1970 წელს დაბადებული ა.კ., 1983 წელს დაბადებული მ.ო,1976 წელს დაბადებული ბ.ლ, 1995 წელს დაბადებული გ.ნ, 2002 წელს დაბადებული ბ.მ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ო.ჯ,1986 წელს დაბადებული ე.კ, 1999 წელს დაბადებული მ.ჯ, და წარსულში ნასამართლევი პირები: 1983 წელს დაბადებული მ.ბ., 1980 წელს დაბადებული გ.წ,1976 წელს დაბადებული ლ.შ,1968 წელს დაბადებული კ.გ, 2007 წელს დაბადებული ა.ჯ.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეტადონი“, „სუბოტექსი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „ლირიკა“, „გამომშრალი მარიხუანა“, და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან, ასევე,ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა, მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შსს-ს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო
პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისსა და
რეგიონებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა
ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.
11:37 / 14.09.2025
შსს-ს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო
საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი წარმომადგენლები
ოთხწლიანი ინიციატივის
11:26 / 13.09.2025
სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოებისა და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი წარმომადგენლები ოთხწლიანი ინიციატივის "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" წარმატებით დასრულების აღსანიშნად შეიკრიბნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.