ქუთაისელი სტუდენტი საბა ხუჯაძე, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან,
გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
დაიწყებს საქმიანობას.
კერძოდ, ის ოსნაბრიუკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე,
მკვლევარის პოზიციაზე, ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკისა და სამართლის
კვლევების მიმართულებით იმუშავებს.
ამის პარალელურად, საბა, სრული დაფინანსებით ჩაირიცხა ამავე
უნივერსიტეტის „ევროპული ტექნოლოგიების სამართლის“ ერთწლიან
გაძლიერებულ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც ევროპული სამართლებრივი
კვლევების ინსტიტუტის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელოვნური
ინტელექტის კვლევითი ინსტიტუტისა და მათემატიკის, კომპიუტერული
მეცნიერებებისა და ფიზიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობით
ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ საბა, ასევე, ჩაირიცხა ევროკავშირის მასშტაბით
საუკეთესოდ მიჩნეულ ლუნდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, შვედეთში, (სრული
ლუნდის უნივერსიტეტის მსოფლიო სტიპენდიით), თუმცა, როგორც
განმარტავს,
გაერთიანებულ სამეფოში უსაფრთხოების სწავლების სამაგისტრო პროგრამასა
და მიღებულ სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საბოლოო არჩევანი
გერმანიაზე შეაჩერა.
საბამ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.
მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამისა თუ ცალკეული
ევროპული სახელმწიფოების ეროვნული სტიპენდიით სხვადასხვა ევროპულ
უნივერსიტეტში ისწავლა.
ამავე თემაზე:
"ევროპა ღიაა კრიტიკული აზრისთვის“ - ქუთაისელი
სტუდენტი
აწსუ-ს სტუდენტი საბა ხუჯაძე ჯორჯ ვაშინგტონის
სახელობის უნივერსიტეტში ისწავლის
აწსუ-ს სტუდენტი აშშ-ში, Chicago-Kent College of
Law-ში, დაფინანსებით ისწავლის
მასალის გამოყენების პირობები