ახალი ამბები
"მაქვს იმედი, რომ არ გაგვწირავთ უსამართლო პატიმრობისათვის"- მერაბ სარალიძის მიმართვა მაღაროელებს
FaceBook
ჭიათურელი მაღაროელი მერაბ სარალიძე, რომელიც მეხუთე თვეა, პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან მიმართვას ავრცელებს.
როგორც ის წერს, პროტესტის შახშობისა და დაშინების მიზნით დააკავეს და არა მისი პირადი კეთილდღეობის მოთხოვნების გამო, ამიტომ, მაღაროელებს და თანაქალაქელებს მხარდაჭერისკენ და გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„მე ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ თქვენს მხარდაჭერას. მე არ დავუკავებივარ არავის პირადი კეთილდღეობის მოთხოვნების გამო. ჩვენი ბრძოლის მიზანი იყო მაღაროელების და მთლიანად ქალაქის კეთილდღეობა და უკეთესი მომავალი. იმის გამო, რომ ჩვენი დაკავებით ეს პროტესტი ჩაეხშოთ და თქვენში შიში ჩაენერგათ, მოგვიწყვეს პროვოკაცია, რის გამოც უკვე მეხუთე თვეა, ციხეში ვზივართ.

ჩვენი თავისუფლების გასაღები თქვენს ხელშია. ამ ეტაპზე მატერიალურ მხარდაჭერაზე მეტად მორალური მხარდაჭერაა საჭირო და მნიშვნელოვანი. მაქვს იმის იმედი, რომ არ გაგვწირავთ უსამართლო პატიმრობისათვის, გვაქვს თქვენი კეთილ გონიერების იმედი", - წერია მერაბ სარალიძის მიმართვაში.

ოთხი მაღაროელი: მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი, 
29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭიათურელი მაღაროელები უკვე მეშვიდე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე (N20-ში) მდებარე საავადმყოფოში,
ნარკომანიით დაავადებულ პირებს უმკურნალებენ.
14:15 / 12.12.2025
ქუთაისში, ჩხობაძის ქუჩაზე (N20-ში) მდებარე საავადმყოფოში, ნარკომანიით დაავადებულ პირებს უმკურნალებენ.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან
ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.
11:28 / 12.12.2025
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს, 2026 წლის 1 იანვარს სრულდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.