ახალი ამბები
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართეს
FaceBook
მზია ამაღლობელის სახელით, მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას სააპელაციო საჩივრით მიმართეს.

მათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მზია ამაღლობელის ადვოკატების თქმით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და არ ასახავს სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. ამასთან, მათივე თქმით, არ პასუხობს დაცვის მხარის არცერთ არგუმენტს და არ აფასებს დაცვის მხარის არცერთ მტკიცებულებას.

"განაჩენი იმდენად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ იქმნება აღქმა, ის დაწერილია იმ პირის მიერ, ვინც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს 5 თვის განმავლობაში, ან ესწრებოდა, მაგრამ არ მოუსმენია. შესაბამისად, არ გაუანალიზებია და არც შეუფასებია რამე, რასაც დაცვის მხარე უთითებდა, ასაბუთებდა, ედავებოდა ბრალდებას, მათი დასკვნითი სიტყვის ჩათვლით.

გასაჩივრებულ განაჩენში სრულიად იგნორირებულია დაცვის მხარე, დაცვის უფლება და მისი მონაწილეობა დაცვის მტკიცებულებათა წარმოდგენის, გამოკვლევის, ბრალდების მტკიცებულებათა შედავების, მხარეთა შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გასაჩივრებული განაჩენი დასტურია იმის, რომ მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლებით,“ – ნათქვამია სააპელაციო საჩივარში.

6 აგვისტოს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მზია ამაღლობელს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას ბრალი გადააკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ფოტო: ბათუმელები
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ფოლკლორის ცენტრის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს და
ამ მიზნით ტენდერს [NAT250016124] აცხადებს.
12:23 / 05.09.2025
ქუთაისის მერია ფოლკლორის ცენტრის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს და ამ მიზნით ტენდერს [NAT250016124] აცხადებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჭიათურაში დაკავებული
მაღაროელების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.
10:40 / 04.09.2025

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჭიათურაში დაკავებული მაღაროელების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.