ქუთაისის მერია ფოლკლორის ცენტრის შენობის რეაბილიტაციას გეგმავს და
ამ მიზნით ტენდერს [NAT250016124] აცხადებს.
სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა
კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში (90 დღეში)
უნდა დაასრულოს.
დავით აღმაშენებლის გამზირზე (№15) მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის
349 638 ლარია განსაზღვრული (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება).
დაინტერესებულებისთვის წინადადების მიღება 19 სექტემბერს იწყება და
24-ში მთავრდება
ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული ფოლკლორის
ცენტრი:
აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე მერიას სახელმწიფო შესყიდვა
ფოლკლორის ცენტრის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ჰქონდა
გამოცხადებული, სადაც შპს ,,პროექტირებისა და ექსპერტიზის ცენტრმა“
გაიმარჯვა. კომპანიამ, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე, 2025 წლის აპრილი-მაისში, დაამუშავა საპროექტო
დოკუმენტაცია და ჩაატარა საკვლევაძიებო სამუშაოები. ასევე, ტოპო
გეოდეზიური და ზოგადი კვლევები. სწორედ ამის საფუძველზე
განხორციელდება ფოლკლორის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია.
ქუთაისის ფოლკლორის ცენტრს, 2022 წელს, მერის გადაწყვეტილებით,
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ეწოდა.
ცენტრი, მუსიკისა და ცეკვის საშუალებით, ქართული კულტურის
შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ეძღვნება.
ამავე თემაზე:
ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის შენობას რეაბილიტაცია
ჩაუტარდება
მასალის გამოყენების პირობები