ახალი ამბები
კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების თარიღმა ოქტომბრამდე გადაიწია
FaceBook
ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი მეოთხედ გადავადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზის საფარის რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ თებერვლის თვეში, შემდეგ ივნისში, მერე კი სექტემბერში უნდა დამთავრებულიყო, ბოლო, მერვე ცვლილებით, 1 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.






კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს. კომპანია "ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალი" სამუშაოებს 2 198 732 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. მერიას კომპანიისთვის თანხის 78% - 1 719 722 ლარი უკვე გადახდილი აქვს.

კოსტავას ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია 2024 წლის ივნისში დაიწყო. მართალია, სამუშაოები 9 თვეში, ანუ მიმდინარე წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში მალევე შევიდა ცვლილებები და სამუშაოების დასრულების თარიღი ოთხჯერ გადავადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შიდა გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე, გათვალისწინებულია კოსტავას ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 4 სექტემბერს, ჭიათურაში
დაკავებული მაღაროელების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.
12:35 / 03.09.2025
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 4 სექტემბერს, ჭიათურაში დაკავებული მაღაროელების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.
11:37 / 03.09.2025
"ჩვენ განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას",- ამის შესახებ ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.