ახალი ამბები
"განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას" - ხარაგაულის მერი
FaceBook
"ჩვენ განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას",- ამის შესახებ ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება გეოლოგების დასკვნისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.

როგორც კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის შენარჩუნებაა ახალი კონფიგურაციით და ახალი დასახლების სახით.

"ამ ეტაპზე, ხემაღალში, უსაფრთხო ზონაში მცხოვრები 20 ოჯახისთვის, როგორც კი გეოლოგების დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა; ელექტროენერგიის ახალი ქსელის გაყვანა, გზების მობეტონება; გაზიფიცირება. ამჟამად ამ სამუშაოებს ვერ ვიწყებთ, რადგან აუცილებელია გეოლოგების საბოლოო დასკვნა, თუმცა უკვე ახალი გზა შეყვანილია ხორითის მხრიდან როგორც ხემაღლის, ისე ღვერკის უსაფრთხო უბნებში, სადაც ამ ეტაპზე მოსახლეობა ცხოვრობს.

აუცილებლად მოვაგვარებთ უსაფრთხო საცხოვრისის უზრუნველყოფის საკითხს – ყველა ოჯახი მიიღებს იმ დახმარებას, რაც მათთვის უფრო სწორი და სასურველი იქნება: ვისაც სურს ახალ დასახლებაში ცხოვრება — სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, ხოლო ვისაც კომპენსაციის მიღება ურჩევნია — ეს თემაც სამართლიანად და გამჭვირვალედ გადაწყდება.

ჩვენ განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ გეოლოგების დასკვნისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული",- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

ხარაგაულში, მეწყერულმა მასებმა მდინარე ყარნება ჩაკეტა. მდინარის ჩაკეტვამდე, სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, მეწყერული პროცესების გააუქტიურების შესახებ ინფორმაცია ორი თვის წინ ( ივნისის ბოლოს) გავრცელდა. სტიქიამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე საავტომობილო გზების ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართიდან მერიამ ქირით 30 ოჯახი გაიყვანა. ამასთან,
სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა შეისყიდა, რომელიც ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2025 წლის 7 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების
თარიღი მეოთხედ გადავადდა.
13:25 / 03.09.2025
ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი მეოთხედ გადავადდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 4 სექტემბერს, ჭიათურაში
დაკავებული მაღაროელების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.
12:35 / 03.09.2025
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 4 სექტემბერს, ჭიათურაში დაკავებული მაღაროელების საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.