ახალი ამბები
„სიმართლის დრო ყოველთვის არის“- „თავისუფლების მოედნის“ შემუშავებული ლუსტრაციის კანონპროექტის წარდგენა ქუთაისში
FaceBook
პოლიტიკური ორგანიზაცია "თავისუფლების მოედნის" ლიდერი ლევან ცუცქირიძე ქუთაისში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა.

მიზანი კანონპროექტის გაცნობა იყო: "თავისუფლების მოედანმა" ლუსტრაციის კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც მათი განცხადებით, იქნება პირველი ინიციატივა, რასაც ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს წარუდგენენ.

თუმცა მანამდე ორგანიზაციის წევრები მოქალაქეებს ხვდებიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რათა გააცნონ კანონპროექტი და მოისმინონ საზოგადოების წარმომადგენლების აზრი.

მაინც, რა არის ლუსტრაციის მიზანი?

"ლუსტრაცია არის პროცესი რომელიც გაიარეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში ლიეტუვამ, პოლონეთმა, ესტონეთმა,ასევე გერმანიამ, რათა გამოაშკარავებულიყო რუსეთი უშიშროებასთან თანამშრომლობაში მყოფი პირები. რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენდნენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებებით. ამ აპროცესმა ძალიან მნიშვნელოვანი განწმენდა გამოიწვია ამ ქვეყნებში, რამაც შემდგომში უზრუნველყო როგორც პოლიტიკური კლასის, ისე ზოგადად საზოგადოების სწორ პრინციპებზე ფორმულირება და განვითარება", - ამბობს კანონპროექტის ავტორი ვალერი თევდორაძე.

საქართველომ ეს პროცესი ვერ გაიარა. ამის მიზეზად ვალერი თევდორაძეს, საბჭოეთის ნგრევის შედეგ ეროვნული ხელისუფლების მოკლე დროში დამხობა მიაჩნია.

"სულ რაღაც ექვს თვეში ეროვნული ხელისუფლება დაამხვეს ისევ საბჭოთა ნომენკლატურის წევრებმა. ის ადამინები მოექცნენ სათავეში, ვის წინააღმდეგაც იდეაში ეს კანონი იქნებოდა მიმართული, რაც თავისთავად გამორიცხავდა ამ ყველაფერს."

სადღეისოდ არსებობს მოსაზრება, რომ ლუსტრაციის პროცესი დაგვიანდა, თუმცა "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენლები საკითხს სხვაგვარად ხედავენ.

"დღეს შესაძლებელია იყოს მოსაზრება, რომ რაღა დროს ეს არის, მაგრამ სიმართლის დრო მგონი ყოველთვის არის. ჩვენ მტკიცებულებებისა და დოკუმენტის დონეზე უნდა გავიგოთ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, საიდან მოვდივართ, რაზე გავიზარდეთ, ვინ იყო ამ ქვეყნის რეალური მისაბაძი პიროვნება და ვინ იყო ცრუ ავტორიტეტი. რანარიად ხდებოდა ამ ადამიანების მხრიდან უშიშროების ბერკეტების გამოყენებით, ჯანსაღი ინტერესების ჩაკვლა და თავიანთი მავნე გავლენების გავრცელება. ეს დოკუმენტები დღესდღეობით არსებობს და მასზე გადაფოფრილია იუსტიციისა და შსს ხელმძღვანელობა. არქივები არის სრულად გასაიდუმლოებული. თუმცა ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლების პირობებში , შექმნილი პრობლემა, შევარდნაძიდან მოყოლებული, ეს თემები არის გასაიდუმლოებული. ამ ყველაფერმა კი ძალიან დაგვაზიანა".

ამ კანონის საფუძველზე, არქივების გახსნით, დიკუმენტების შესწავლით შესაძლებელი გახდება ისტორიული სამართლიანობა აღდგენა, მიაჩნიათ კანონპროექტის ავტორებს.
"ჩვენ ვიცით ათასი ისტორია საბჭოთა რეპრესიებზე დახვრეტილ ადამიანებზე, ვიცით ლეგენდები ამა თუ იმ პირზე, მაგრამ არ ვიცით როგორ მოხდა ეს, ვისი დაბეზღებით, ვისი ხელით უშუალოდ, ვინ დახვრიტა ესა თუ ის ადამიანი. როცა არ ვიცით, ვიღებთ ისეთ ვითარებას, რომ ეს ხალხი ვინც მსგავს საქმეებს აკეთებდა ( აგერ გასული საუკუნის 80 იან წლებშიც კი), ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარების კურსს განსაზღვრავს, ისევ მონაწილეობს იგივე მაქინაციებში, რომლებში მანამდეც იყო ჩართული. ამიტომ, ამის გამოვლენის გარეშე როგორ შევაფასოთ ჩვენი უახლესი წარსული? !"


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის
ვადა ამოიწურა.
12:05 / 22.08.2025
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოტიკული
საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის
მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და
შეძენა-შენახვის ბრალდებით, 44 პირი დააკავეს.
11:46 / 22.08.2025
შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, 44 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.