ახალი ამბები
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
FaceBook
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.

ცესკო-ს ცნობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციას ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.

"მთელი საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით 8 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა შესაბამის საარჩევნო კომისიებს. რეგისტრაცია გაიარა 6-მა საინიციატივო ჯგუფმა, 2-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს 42-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რეგისტრაცია გაიარა 39-მა საინიციატივო ჯგუფმა, 3-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (25 აგვისტო) რეგისტრაციის მიზნით უნდა წარმოიდგინონ მხარდამჭერთა სიები",- აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
11:19 / 16.10.2025

ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
10:50 / 16.10.2025
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.