ახალი ამბები
"ვითხოვთ, დაგვერიცხოს კუთვნილი 60%-იანი ანაზღაურება"- ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება
FaceBook
ჭიათურაში პროტესტი 170 დღეზე მეტია, გრძელდება.

ქალაქის ცენტრში მაღაროელებს კარვები კვლავ გაშლილი აქვთ და როგორც ამბობენ, მანამ ექნებათ, სანამ დაკავებულ 4 თანამებრძოლს ციხიდან არ გამოუშვებენ.

მშრომელები ასევე ითხოვენ კომპანიისგან, დაერიცხოთ კუთვნილი 60%-იანი ანაზღაურება, რომელიც მარტისა და აპრილის თვეებში უნდა მიეღოთ.

"საპროტესტო კარავში იწარმოება განცხადებები, რომლებიც თითოეულმა დასაქმებულმა ინდივიდუალურად უნდა შეავსოს. განცხადების ფორმა და ტექსტი უკვე მზად არის.

განცხადებით ვითხოვთ, დაგვერიცხოს კუთვნილი 60%-იანი ანაზღაურება, რომელიც მარტისა და აპრილის თვეებში უნდა მიგვეღო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ საპროტესტო კარავში. ყველა ის განცხადება, რომელიც მზად იქნება, წარედგინება დამსაქმებელს, რომელიც ვალდებულია უმოკლეს ვადებში მოახდინოს რეაგირება",- ამბობენ ისინი.

ჭიათურელი მაღაროელები ექვს თვეზე მეტია, აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას.

მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება, რომელთა საქმის არსებითი განხილვაც სასამართლოში 1 აგვისტოს დაიწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
10:18 / 13.10.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს
კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა.
11:41 / 11.10.2025
განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.