ახალი ამბები
"განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა"
FaceBook
რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

პროგრამა, პირველ ეტაპზე, ბათუმის, ქუთაისის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.

„პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.

პროგრამა, პირველ ეტაპზე, ბათუმის, ქუთაისის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქუთაისში, უმეთვალყურეოდ დატოვებულ ძაღლებზე ზედამხედველობას, 2015 წლიდან "ააიპ სპეციალური სერვისები ახორციელებს". ორგანიზაციამ 2016 წლიდან ძაღლების თავშესაფარი მოაწყო, რომელიც 200 ძაღლზეა გათვლილი.

ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ ძაღლთა თავშესაფარში მიყვანილ ძაღლებს კასტრაციას, სტერილიზაციას, ცოფზე ვაქცინაციას და სამედიცინო დახმარებას უწევენ. 14 დღის განმავლობაში თავშესაფარში აკვირდებიან და შემდეგ ისევ ქუჩაში აბრუნებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე გაიგზავნა.
10:00 / 12.08.2025
„მედიაომბუდსმენის“ დახმარებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე გაიგზავნა.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხო ქვეყნის 1 905 192
მოქალაქე შემოვიდა. შემოსულთაგან ყველაზე მეტი ანუ 498 726 რუსეთიდან
იყო.
16:22 / 11.08.2025
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხო ქვეყნის 1 905 192 მოქალაქე შემოვიდა. შემოსულთაგან ყველაზე მეტი ანუ 498 726 რუსეთიდან იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.